კიევში, სააკაშვილის ორგანიზებით, აქცია „მარში იმპიჩმენტისთვის“ მიმდინარეობს

კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, „მარში იმპიჩმენტისთვის“ მიმდინარეობს. აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი დმაოუკიდბელობის მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან.

ამას გარდა, დღეს უკრიანის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. კიევში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, ორი ათასი სამართალდამცველია მობილიზებული. კიევის პოლიციის განცხადების თანახმად, უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოებას პოლიციელები და ნაციონალური გვარდიის სამხედროები დაიცავენ.

დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის გარდა, მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“ მანქანის რეგისტრაციის გამარტივების მოთხოვნით, მართავს აქციას.  დემონსტრაციას ორგანიზაცია „მომავლის სახელმწიფოც“ გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“  პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთას ასრულებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციას ხელი შეუშალოს.