კიდევ ერთი პრეპარატი დიუშენის სიმპტომის სამკურნალოდ

18:14, 07.10.2026

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთთი პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. „ჯივინოსტატთან“ ერთად, პაციენტები უფასოდ „ვამოროლონსაც“ მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. მთავრობის სხდომის შემდეგ, აღნიშნულ თემაზე, ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა.

„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი