კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ 

კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ ჩატარდა მეორედ. ფორუმის მიზანი იყო კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერება და ამ მიმართულებით მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება. წლევანდელი ღონისძიების თემის – ხელოვნური ინტელექტის გარშემო გაიმართა დისკუსიები. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა ჩაატარეს პრეზენტაციები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენების, მათ შორის ციფრული ჩვევების ახალი რეალობის შესახებ.