კიბერთაღლითობის გახშირებული შემთხვევები
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, – ძარცვა რომელმაც ქუჩიდან, ელექტრონულ მოწყობილობებში გადაინაცვლა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება კიბერთაღლითობის სქემები, რომლითაც ვირტუალური მძარცველები მოქალაქეთა პირად მონაცემებს მოტყუებით ეუფლებიან და თანხას პერსონალური საბანკო ანგარიშებიდან იპარავენ. აქტიურად გამოიყენება მობილური აპლიკაციები და კონკრეტული თითქოს წინასწარ დამტკიცებული სესხის ლინკები. პოტენციურ მსხვერპლს ბმული ეგზავნება, მასზე გადასვლის შემთხვევაში კი მოქალაქის პირადი მონაცემები დამნაშავეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა „მოამბის„ რესპონდენტიც. მოქალაქეს, რომლის საბანკო ანგარიშიდანაც სოლიდური თანხა მოიპარეს, საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.