კიბერდანაშაულის და თაღლითობის ახალი სქემა 

თაღლითობის ახალი სქემა.

უკვე ერთი კვირაა, მოქალაქეებს ტელეფონზე უცნობი პირები უკავშირდებიან და სხვადასხვა ტრანზაქციის განსახორციელებლად პირად და საბანკო მონაცემებს სთხოვენ. ხელწერა იდენტურია: ყველა შემთხვევაში ზარის ავტორები მოქალაქეს თავს ქართული კომერციული ბანკის წარმომადგენლად აცნობენ და ამ გზით თანხის გამოძალვას ცდილობენ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოქალაქეთა ნაწილი ინტერნეტ-გამოწერის სერვისით სარგებლობს, შესაძლოა საბანკო ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია მათთვის დამაჯერებელი აღმოჩნდეს. ე.წ. სპოფინგის ფაქტებით უკვე დაინტერესდნენ ეროვნული ბანკის შესაბამისი სამსახურები. საქმის კურსშია საბანკო ასოციაციაც, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და მონაცემების დაცვისკენ მოუწოდებენ.