ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. ამ რანგში ის გულშემატკივრების წინაშე წარდგა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს ქომაგებამა გრანდიოზული დახვედრა პარკ დე ფრანსზე მოუწყვეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ წლევამდელ გათამაშებაში ათი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა, ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ევროპის საუკეთესო ტიტულისთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიაში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა.