ხვალ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ხვალ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. 12:00 საათზე მხარეები მოლაპარაკების მაგიდას კვლავ დიპლომატების მონაწილეობით მიუსხდებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე იმსჯელებენ.

მმართველი გუნდი წინა შეხვედრის დროს შემოთავაზებულ პროექტზე საკუთარი არგუმენტების წარმოდგენას გეგმავს. სავარაუდოდ, საუბარი იქნება მამუკა მდინარაძის ახალ ინიციატივაზეც, რომელსაც ოპოზიცია არასერიოზულად აღიქვამს და თვლის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ღირს. თავის მხრივ, ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ მოდელზე ეუთო-ს რეკომენდაციებს ელოდება.

დატოვე კომენტარი