ხორვატიის პირველი ლედის საჯარო ლექცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხორვატიის პირველმა ლედიმ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა სანია მუსიჩ მილანოვიჩმა საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე – „ჯანმრთელობა თანამედროვე ეპოქაში – ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის.“  ლექციის ფარგლებში, მან ისაუბრა თანამედროვე ეპოქის ჯანმრთელობის გამოწვევებზე, არაგადამდები დაავადებების პრევენციის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობასა და სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის როლზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი ლედი საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესა და მის მოადგილე პაატა იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.