ხორბლის მოსავლის აღება

კახეთში ფერმერთა ნაწილი ხორბლის მოსავლის სიმცირეს უჩივის.

რეგიონის რამდენიმე რაიონში ალოობა უკვე დაიწყო, თუმცა შარშანდელთან შედარებით მარცვლეული კულტურა შემცირებულია. ფასი წელს მაღალი იქნება, თუმცა თუ ბოლო წლების ტენდენციას გადავხედავთ, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა დიდი ალბათობით არ იქნება. მცირე ფერმერები სახელმწიფოსგან ტექნიკით უზრუნველყოფას ითხოვენ, რათა მოსავლის აღების პროცესი არ შეფერხდეს.