ხორბლის მოსავალი

ქვეყანაში ხორბლის მოყვანა სულ უფრო პრობლემური ხდება.

საქსტატის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი პროდუქციის წილი იკლებს. შესაბამისად ხორბლის 90% უცხოეთიდან, ძირითადად კი, რუსეთიდან შემოდის. სფეროში არსებულ პრობლემებს ხელისუფლებაც აღიარებს და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ფერმერებისთვის გარკვეული წინადადებების შეთავაზებას გეგმავს. მთავარ გამოწვევად ნიადაგისთვის შესაფერისი ხორბლის თესლის დეფიციტი სახელდება.