ხმაურიანი დაკავებები თურქეთში

21:36, 27.10.2022

თურქეთის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის დაკავება ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

ოპოზიცია და უფლებადამცველები ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ექიმი ტერორიზმის პროპაგანდისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაში დაადანაშაულა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, ამ ფონზე მთავრობამ აამოქმედა კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და მედიაში თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას გულისხმობს. ოპოზიცია და უფლებადამცველები შიშობენ, რომ რეალურად კანონი წინასაარჩევნო პერიოდში სიტყვის თავისუფლების ჩახშობისკენ და მედიის შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.

მსგავსი