ხმაური ზუგდიდში

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოში.

სხდომათა დარბაზში შიმშილობა დაიწყეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულმა დეპუტატებმა და ერთმა ექიმმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლებმა მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, ვინაიდან იგეგმებოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, უარის შემდეგ კი 5-ვე პირს დარბაზი სამართალდამცავებმა დაატოვებინეს. ამჟამად ისინი პროტესტს ფრაქციის ოთახში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით განაგრძობენ.