ხმაური სოფელ ველისციხეში

ხმაური იყო დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში.

ადგილობრივები სოფელში ჩასულ დავით სააკაშვილს დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ძმის მიერ გაცემული ცრუ დაპირებები იყო.

ველისციხელები ამბობენ, რომ დავით სააკაშვილი სოფელში ხშირად ჩადის და ვითარების გამწვავებას ცდილობს.