ხმაური რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში

12:17, 30.09.2019

ხმაური იყო რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში. სკოლის მოსწავლეების მშობლები იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომლის შვილსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ, მათი ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან და მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. ბრალდებებს უარყოფს მე-6 კლასელის დედა და ამბობს, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა დირექტორსა და აქციის მონაწილეებს შორის. მშობლები ამბობენ, რომ შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ ვიდრე მოსწავლე არ გაირიცხება. დირექტორის განმარტებით, საკითხის შესწავლა ხდება, თუმცა მისი განმარტებით, ბავშვის სკოლიდან გარიცხვის უფლება არ აქვთ.

ადგილზე იმყოფებოდა თავად მე-6 კლასელი გოგონა და მისი დედა. ისინი სკოლიდან რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გაიყვანა.

მსგავსი