ხმაური ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში

ხმაური იყო ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სადაც კაფე სავანეში აღსრულების პოლიცია შევიდა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შენობის დემონტაჟი დაიწყო.

პროცესში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. პოლიციამ ერთი პირი დააკავა. კაფის მეპატრონე დემონტაჟის გადაწყვეტილებაში ქუთაისის მერს ადანაშაულებს. კაფის დემონტაჟი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად დაიწყეს. მესაკუთრის განცხადებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და სასამართლო განხილვის დასრულებამდე დემონტაჟი არ უნდა მომხდარიყო.