ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფოიეში ძალადობას აპროტესტებდნენ და სხდომათა დარბაზში შევიდნენ მაშინ, როცა საკრებულოს სხდომა უკვე დაწყებული იყო. აღნიშნულს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება საბოლოოდ სამართალდამცავებმა განმუხტეს. ამ დროისთვის სხდომა ისევ გრძელდება, თუმცა, არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. დღეს, 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება იგეგმება, რომელიც 43 მილიონს შეადგენს.