ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი აკაკი გვიანიძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირდაპირდნენ. კამათი სიტყვიერ შეხლა-შემოხლასა და მუქარაში გადაიზარდა. გახარიას პარტიის წევრმა ერთ-ერთი მშენებლობის პროექტის დამტკიცება გააპროტესტა, რომელიც თავისუფალი საპარკინგე ადგილების ათვისებას ითვალისწინებს, დეპუტატმა „ქართული ოცნება“ კომპანიის ლობირებასა და კორუფციაში დაადანაშაულა, რასაც მმართველი გუნდის წევრების მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა.