„ხიდი მომავლისკენ“ – ამ სახელწოდებით, საქართველოში პირველად, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა იმართება. ღონისძიება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და საფინანსო ინსტიტუტის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე პრიორიტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და ამ კონტექსტში შუა დერეფნის პოტენციალი. აღინიშნა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენეგრეტიკული პროექტები, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, შავი ზრვის წყალქვეშა კაბელი და საერთაშორისო მაგისტრალური გზა. ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა ხვალ დასრულდება.
მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟი.