ხელოვნური ინტელექტის ჩინური მოდელი

გამოსაფხიზლებელი სიგნალი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის – ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაზარზე ჩატ ჯი პი ტის ჩინური კონკურენტის „დიფ სიკის“ გამოჩენას. ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ერთი კვირის წინ გამოუშვა, ამერიკული კომპანია „ეფლის“ აპლიკაციების მაღაზიაში ყველაზე მაღალრეიტინგული უფასო აპლიკაცია გახდა. ჩატ პოტი „დიფ სიკი“ უფრო იაფფასიან კომპიუტერულ ჩიპებს იყენებს და მის განვითარებაზეც გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე მის ამერიკულ ანალოგებზე. „დიფ სიკის“ გამოჩენამ გლობალურ ბაზრებზე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაუფასურება გამოიწვია. ბლუმბერგის ცნობით, ჯამურმა ზარალმა უკვე მიაღწია ერთ ტრილიონ დოლარს.