ხელოვნების ისტორიკოსი დიმიტრი თუმანიშვილი დღეს დაკრძალეს

16:22, 11.04.2019

ხელოვნების ისტორიკოსი დიმიტრი თუმანიშვილი დღეს ლურჯი მონასტრის სახელით ცნობილი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან დაკრძალეს. მანამდე კი ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს კოლეგები და მეგობრები დაემშვიდობნენ. გარდა ამისა, ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ პატრიარქის სამძიმრის წერილი წაიკითხა.

დიმიტრი თუმანიშვილი წლების განმავლობაში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1999-2006 წლებში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში.

ცნობილი ქართველი მეცნიერი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი