ხელმოწერა ნატო -ში გაწევრიანების ოქმზე

რამდენიმე წუთში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ოფიციალურად მოაწერენ ხელს ნატო-ში გაწევრიანების ოქმს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ორივე ქვეყანამ გუშინ, 4 ივლისს დაასრულა. ორივე ქვეყანამ ფორმალურად დაადასტურა მათი სურვილი და შესაძლებლობა დააკმაყოფილონ ალიანსის პოლიტიკური, სამართლებრივი და სამხედრო ვალდებულებები. ნატო-მ გაფართოების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ოფიციალურად მადრიდის სამიტზე გააჟღერა. გაწევრიანების ოქმის ხელმოწერის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.