ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირობაზე ისაუბრეს
აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირობაზე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, რომლებიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აგვისტოს ომზე, მის თანმდევ პროცესებზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.