ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა

კვლავ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის გაიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით. დიალოგის გაგრძელებას ემხრობა „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი კი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს ელჩებთან კომუნიკაცია აქვს და მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაინიშნება. მისივე განცხადებით, მათი მოლოდინია, რომ ეს რაუნდი კონკრეტული შედეგით დასრულდეს. დამატებით ინფორმაციას ავრცელებს პარტია „ლელო“, სადაც აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში დასავლეთიდან მნიშვნელოვანი ფიგურები ჩაერთვებიან. მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს „ქართული ოცნებაც“.