პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ოთხი ბარიერგადალახული კოალიციის გაერთიანებაზე. „ლელოს“ ლიდერის მოწოდებით, უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოხერხდება თუ არა, მამუკა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სწორედ ერთიანობაში ხედავს, მმართველი გუნდი აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს.