ხაზარაძის ინიციატივა - შეფასებები

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის და პროტესტის გაძლიერების იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ცენტრი არჩევნებში მანდატმოპოვებული ოთხივე ოპოზიციური ძალის და ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით უნდა შეიქმნას, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, ერთიან საპროტესტო ტალღასთან ერთად, ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში მყოფ პირებს საბოლოო მიზნამდე მიიყვანს.