ხაზარაძის განცხადება - გამოხმაურება

„ქართული ოცნება“ რეპრესიების დაანონსებად აფასებს პარტია „ლელოს“ ლიდერის განცხადებას.

მმართველ გუნდში, მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს რუსეთში წასვლა. მის ამ სიტყვებს იწუნებს ოპოზიციის ნაწილიც, სადაც მიუღებლად მიაჩნიათ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნიდან პოლიტიკოსების წასვლა. დეპუტატი თეონა აქუბარდია ხაზარაძის სიტყვებს წინასაარჩევნოდ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებად აფასებს და არ ეთანხმება მას.