ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, პარლამენტში შეხვედრებს მართავს. დახურული შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატების ნაწილთან უკვე გაიმართა. ამ წუთები კი კოლომინას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ხვდება.
მანანა დევაძე ჩაგვერთვება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში – თუ არის ცნობილი, რა საკითხებზე მახვილდება ყურადღება დახურულ შეხვედრებზე?