ხატია დეკანოიძის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება ხორციელდება. დეკანოიძე  მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ ასეთი მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ხელისუფლება მისი და მისი ოჯახის წევრების დაშინებას ვერ მოახერხებს.