ხატია დეკანოიძის განცხადება

ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის დაკავებას ხატია დეკანოიძე ეხმაურება. მისი თქმით, იმედა კლდიაშვილის მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. დეკანოიძის განცხადებით, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, „ქართული ოცნების“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ შედეგების გაყალბებას სახელისუფლებო პარტია აიძულებდა. ამ საკითხზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა დეკანოიძის მტკიცებით, ზეწოლის გამო, დისკუსია არ შედგა. დეკანოიძე ამბობს, რომ სწორედ ამან გამოიწვია ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. „ნაციონალური მოძრაობის წევრი მის გავეთავისუფლე ითხოვს.