ხატია დეკანოძის სარჩელი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა პროკურატურას სარჩელით მიმართა. ხატია დეკანოიძე უკანონო მიყურადების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მერობის კანდიდატის განცხადებით, ანალოგიური სარჩელით პროკურატურას ყველა მოქალაქემ უნდა მიმართოს, ვისაც უკანონოდ უსმენდნენ.