ხანძარი თბილისში

ხანძარია ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს უკიდია, ადგილზე არის დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე მუშაობს სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე მანქანა. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არ არის მსხვერპლი ან დაშავებულები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.