ხანძარი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული. დამწვარია დაახლოებით 15 კვადრატული მეტრის საოფისე ფართი. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევას სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი გაჩენილი ხანძრის სათანადოდ გამოძიებას ითხოვს.