ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი თემაა.

რამ გამოიწვია აალება, რომლის შედეგადაც ნოტრდამის სახურავი სრულად განადგურდა? ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. პარიზის პროკურატურა წინასწარი ინფორმაციით აცხადებს, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა.

საბედნიეროდ მეხანძრეებმა შეძლეს და ტაძრის ძირიდათი სტრუქტურა განადგურებას გადაარჩინეს. აღდეგნით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ფრანგმა მილიარდერებმა. ისინი სამასი მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის დედაქალაქის მერია, იუნესკო და ევროკავშირი. საფრანგეთის ხელისუფლება კი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას გეგემავს.

ლევან ახალაიას სიუჟეტი დეტალებით.