ხანძარი ბაზრობაზე 

21:32, 30.04.2025

განადგურებული ქონება და დამწვარი 15 000 კვადრატული მეტრის ფართობი – ბორჯომის სადგურის მიმდებარედ არსებულ ბაზრობას დღეს დილით ცეცხლი მოედო.

ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ გვერდით მდებარე სამედიცინო დაწესებულებებიდან, მათ შორის „ჰელსიკორიდან“, პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. გარკვეული სამედიცინო პროცედურები შეწყდა თოდუას კლინიკაშიც. ზარალი დიდია – ცეცხლი ტანსაცმლის და სხვა სასაწყობე ფართებზე გავრცელდა, ხანძარს 30 სახანძრო-სამაშველო მანქანა სამი საათის განმავლობაში აქრობდა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დაზარალებულთა დიდ ნაწილს გასაყიდი პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა. როგორც ირკვევა, დაზღვეული არ იყო სავაჭრო ფართებიც, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. „თბილისი ცენტრალის“ მფლობელობაში არსებული ტერიტორია მესაკუთრეს შპს „ბაქანზე“ აქვს გაქირავებული.

2017 წლის შემდეგ ეს რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაჩენილი უკვე მეორე მასშტაბური ხანძარია.

მსგავსი