„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული სადავო კანონპროექტების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს გაგრძელდება. 6 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელებენ. წინა კვირის მსგავსად, სხდომა ამჯერადაც სავარაუდოდ ხმაურიანი იქნება, ოპოზიციის ნაწილსა და აქტივისტებს საპროტესტო აქცია უკვე დაანონსებული აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები პროექტების არცერთი ვერსიის მხარდაჭერას არ აპირებენ. ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება მმართველი გუნდი.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.