„ხალხის ძალის“ ახალი წევრები

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა.

მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ წასული ოთხი დეპუტატის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ფართოვდება. „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა, რაც ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას ახლა საკანონმდებლო უმრავლესობაში მხოლოდ 75 ხმა რჩება. თუ ახლად შექმნილი მოძრაობის ლიდერებისთვის „ხალხის ძალა“ ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის დასაცავად ხალხისთვის სიმართლის თქმის პლატფორმაა, ოპოზიცის მხრიდან ის ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალად ფასდება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ უმრავლესობის დაკარგვის ფონზე „ქართული ოცნება“ ყოფილი თანაპარტიელების ხმებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მიუღებელი კანონპროექტების დასაბლოკად გამოიყენებს. ცხრაკაციანი პოლიტიკური ჯგუფი უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება, თუმცა „ხალხის ძალის“ ლიდერებმა ექს-თანაპარტიელებს რამდენჯერმე შეახსენეს, რომ მათ გარეშე უმრავლესობა აღარ აქვთ.

ნათია ქენქაძე არკვევდა, ახალი საპარლამენტო კონფიგურაციით რა ბედი ელის უახლოეს თვეებში მისაღებ მნიშვნელოვან კანონპროექტებს.