„ხალხის ძალას“ განცხადება

სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ქვეყანას სჭირს უმძიმესი სენი, თუმცა ამისგან განკურნებას გვიკრძალავენ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. „ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუესა და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ,“- აცხადებენ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები.

„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს,“ – ნათქვამია განცხადებაში.