„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

„ხალხის ძალა“ ამერიკის გადაწყვეტილებას წერილით ეხმაურება. ვხედავთ, რომ ამერიკელები მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები. კელი დეგნანმა ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე. ქალბატონი ელჩი მთლიანად გაექცა კითხვას, 2004-12 წლების სისხლიანი სასამართლო სისტემის ლიდერების, სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილიც და ადეიშვილიც სინამდვილეში უცხოელი აგენტები არიან. მან ვერაფრით თქვა, რა იყო რუსული ჩვენ მიერ დაინიცირებულ ქართულ კანონში აგენტების შესახებ. ის სრულად გაექცა კითხვას „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა მაპოლარიზებელი რადიკალ-ექსტრემისტული პარტიებისა და „ენჯეოების“ ამერიკული დაფინანსების შესახებ. როგორც ჩანს, ქალბატონ ელჩს კარგად აქვს გააზრებული, რომ მათი დაფინანსება ქართული სახელმწიფოსა და მისი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუმცა, ირკვევა, რომ ამ ნაბიჯს ის სრულიად შეგნებულად დგამს. ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორებიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, სასამართლო სისტემაში არცერთი უცხოელი აგენტი აღარ დარჩეს, რისთვისაც სახელმწიფომ ყველა ლეგიტიმური საშუალება უნდა გამოიყენოს.