ხაბეიშვილის მუქარა - გამოხმაურება

„რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, რადგან არ ვაპირებთ ეს საქმე ასე დავტოვოთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს უპასუხა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე ლევან ხაბეიშვილს ურჩევს, ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს. მისივე თქმით, პატიმრობის პერიოდში ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით 2 700-მდე ვიზიტორმა და მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული.