პოლიტიკური შეფასებების თემაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მორიგი განცხადებაც. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია, ყველა ქუჩაში, – ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულითა და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.