თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ჩხრეკა სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინაში 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ სახლში კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩხრეკისას მოპოვებული ნივთები ამოიღეს.
პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა კეზერაშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.