კეზერაშვილის საქმე

დავით კეზერაშვილის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ, სავარაუდოდ, დღევანდელი პროცესის მერე გავა. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებათა ნაწილის გამოკვლევა და დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა იგეგმება. ამ წუთებში იკვლევენ ჯარისკაცების ჩვენებებს, მიმდინარეობს ჯარის წვრთნების ვიდეოების ჩვენება.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური სამსახურის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას 5 მილიონი ევროს მითვისებაში ედავებიან.