კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზიანი – თბილისის მერის განცხადება
„მუნიციპალიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს,“ – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ უპასუხა შეკითხვას, აქციის ორგანიზატორებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აღჭურვილობის შესაძენად ემიგრანტებისგან თანხის შეგროვებას ეხება.