კენჭისყრა ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე

18:21, 01.08.2021

თვითმმართველობის არჩევნები ორ ოქტომბერს ცესკო-ს განახლებული შემადგენლობის და ახალი თავმჯდომარის პირობებში ჩატარდება.

ცესკო-ს მომავალ ხელმძღვანელს პარლამენტი ხვალ აირჩევს. წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე სამი კენჭისყრით ვერ აირჩია, ამიტომ ხვალ კანდიდატს მეოთხედ უყრიან კენჭს, სადაც თავმჯდომარის დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობა, 76 ხმა იქნება საკმარისი, შესაბამისად მის დამტკიცებას ოპოზიციის ხმები არ დასჭირდება. არჩეული კანდიდატი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს ექვსი თვით დაიკავებს.

მსგავსი