„კავკასიური ცარცის წრე“ – მანანა თევზაძის წიგნის პრეზენტაცია

18:29, 12.10.2025

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მანანა თევზაძის წიგნის, „კავკასიური ცარცის წრე“ პრეზენტაცია გაიმართა. წელს რობერტ სტურუას ამავე სახელწოდების სპექტაკლის დადგმიდან 50 წელი შეუსრულდა. წიგნ-ალბომში თავმოყრილია უნიკალური მასალა, მათ შორის სპექტაკლის სარეპეტიციო ჩანაწერები და თეატრის მუზეუმში დაგროვილი დოკუმენტები. ორენოვანი წიგნი გამომცემლობა „დედაენამ“ კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით გამოსცა.

მსგავსი