კასპში მომხდარი ინციდენტი - გამოხმაურება

კასპში მომხდარი ინციდენტი ორი დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. საკითხს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მოქალაქეებს ხვდებოდა. ოპოზიციური პარტიისა და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.