„კარმინა ბურანა“ - პრემიერა ოპერის თეატრში

საპრემიერო მზადებაა ოპერის და ბალეტის თეატრში. დასი გერმანელი კომპოზიტორის „კარმინა ბურანას“ პირველად წარმოადგენს. მოწვეული რეჟისორის ქორეოგრაფიით დადგმულ სპექტაკლს ბალეტის დასთან ერთად ოპერის მომღერლებიც წარმოადგენენ.

ერთობლივ წარმოდგენას მაყურებელი სამ დღეში იხილავს. თბილისის შემდეგ კი „კარმინა ბურანას“ ქართული საბალეტო დასი ტურინის ოპერის თეატრში წარადგენს. ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერა ოპერის და ბალეტის თეატრის სცენაზე 28 ოქტომბერს შედგება.