„ფლამენკოს დედოფალი“ – ასე უწოდებდნენ ესპანელ მოცეკვავეს კარმენ ამაიას, ბოშა გოგონას ბარსელონას ზღვისპირა, ღარიბი დასახლებიდან სომორროსტრო. როგორც თავად ამბობდა, ცეკვა ზღვის ტალღების ფონზე ისწავლა და ფლამენკოს რიტმი გახდა მისი სუნთქვა, ხსნაც და სამუდამო აღიარების მიზეზიც. სწორედ ამაია იყო ის მოცეკვავე, რომელმაც ფლამენკოს შრიალა კაბებთან ერთად მალევე მკაცრი, მასკულინური შარვლები შემოიტანა.
გაბრიელ ნაპოლეონეს და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი ბარსელონადან.