კარლ ჰარცელის განცხადება

ნიუ იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროგაერთიანება რუსეთთან საქართველოს დიალოგს მიესალმება. ელჩს მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის იმ განცხადების შეფასებაც სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ის ნატო-საქართველოს ურთიერთობას საფრთხედ აღიქვამს.

ჟურნალისტების საპასუხოდ კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ის ევროკავშირის ელჩია და როგორც წესი, ნატო-ს შესახებ კომენტარს არ აკეთებს. აღნიშნული განცხადებები კარლ ჰარცელმა დღეს საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას გააკეთა.

დიპლომატი საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, ევროინტეგრაციისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.