კარანტინში მყოფი პაციენტების მდგომარეობა

15:07, 11.03.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ამჟამად 40 პაციენტი იმყოფება, მათგან შვიდს ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებაზე დღის განმავლობაში გადაიყვანენ. გუშინ შემოსული 10 პაციენტიდან სამი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ განთავსდა, რაც მათ ახალ კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირება ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, ამჟამად კლინიკა ათი უსიმპტომო პაციენტის გაწერას გეგმავს.

მსგავსი